თუ საქართველოს საწარმო სათანადოდ ასრულებს იმ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების დებულებებს, რომლის მხარესაც თვითონ წარმოადგენს, შემოსავლების სამსახური არ განახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შესწორებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საწარმოს არ დაეკისრება სანქცია იმ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების დებულებების დარღვევის გამო, რომლის მხარესაც თვითონ წარმოადგენს, თუ:
ა) ამ დარღვევის შედეგი ასახავს საბაზრო პრინციპის გამოყენებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე –1291 მუხლების და ამ ინსტრუქციის შესაბამისად;
ბ) საქართველოს საწარმო ატყობინებს შემოსავლების სამსახურს დარღვევის შესახებ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების დებულებების შესაბამისად;
გ) საქართველოს საწარმო აწარმოებს და შემოსავლების სამსახურს მოთხოვნისთანავე წარუდგენს ჩანაწერებსა და ანალიზს, რომელიც აჩვენებს შესაბამისობას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან.
შემოსავლების სამსახურმა შეიძლება განახორციელოს იმ საქართველოს საწარმოს საგადასახადო შემოწმება, რომელთანაც გაფორმებული აქვს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება, თუმცა ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცულ ოპერაციებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების მიზანი შემოფარგლული იქნება აღნიშნული შეთანხმების დებულებების შესრულების შემოწმებით.
თუ საქართველოს საწარმო არ ეთანხმება ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცული ოპერაციების საგადასახადო შემოწმების შედეგებს, მაშინ მას უფლება აქვს აღნიშნული შედეგები გაასაჩივროს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესი