ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფი უფლებამოსილი საქართველოს საწარმოს განაცხადის მიღებისთანავე, შემოსავლების სამსახურის უფროსმა შეიძლება დანიშნოს სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი (წარმომადგენლები) განაცხადის შესაფასებლად.

განაცხადის შეფასებისას შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) შეიძლება საქართველოს საწარმოსგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია განაცხადის შესაფასებლად.

შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მისი სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი (წარმომადგენლები) განიხილავს განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას განაგრძოს თუ არა განაცხადის განხილვა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ა) საქართველოს საწარმოს მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა;

ბ) საქართველოს საწარმოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტთან და ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში 23-ე მუხლის მე-4 პუნქტთან  შესაბამისობა;

გ) ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების მოქმედების სფეროს ეკონომიკურად თანმიმდევრულობა;

დ) შეთანხმებით მოცული ოპერაციების სირთულე;

ე) ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმებით მოსალოდნელი სარგებელი საქართველოს ეკონომიკისთვის.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) საქართველოს საწარმოს უნდა მიაწოდოს წერილობითი შეტყობინება იმის შესახებ, გააგრძელებენ თუ არა განაცხადის განხილვას. აღნიშნული შეტყობინება საქართველოს საწარმოს უნდა მიეწოდოს შემოსავლების სამსახურის მიერ განაცხადის მიღებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში.

განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) საქართველოს საწარმოს უნდა მიაწოდოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზები წერილობითი ფორმით და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საწარმოს უნდა მისცეს შესაძლებლობა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია;

დამატებითი ინფორმაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ან მისმა სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელმა (წარმომადგენლებმა) შეიძლება შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება.

თუ შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მისი სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი (წარმომადგენლები) გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს განაცხადის განხილვა, ის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების გაცემიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში  საქართველოს საწარმოს მიაწვდის საქმეზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციას.

თუ შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მისი სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი (წარმომადგენლები) გადაწყვეტს გააგრძელოს განაცხადის განხილვა ამას შეიძლება მოჰყვეს განაცხადში მოცემული საქართველოს საწარმოს წინადადების მიღება, წინადადების უარყოფა ან მოდიფიცირებული შეთანხმების მიღება შემოსავლების სამსახურის უფროსს ან მის სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელსა (წარმომადგენლებსა) და საწარმოს შორის შეთანხმების შედეგად.

შემოსავლების სამსახურის  უფროსის ან მისი სათანადო უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლის (წარმომადგენლების) გადაწყვეტილება გააგრძელოს განაცხადის განხილვა არ ავალდებულებს შემოსავლების სამსახურის ან საქართველოს საწარმოს გააფორმოს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება.

განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ შორის დამატებითი ინფორმაცის წარდგენის შემდეგ, საქართველოს საწარმო უფლებამოსილია, განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის შემდეგ, კვლავ შეიტანოს განაცხადი ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მიღების მოთხოვნით.

შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ისარგებლოს დამოუკიდებელი ექსპერტის მომსახურები