პროგრამა ითვალისწინებს:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება, კერძოდ:

2. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს (რომელთა მოქმედი სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120 001-მდეა), საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ეძლევათ საშუალება მიიღონ  ფინანსური დახმარება:

ა) თავშესაფრის გარეშე დარჩენილ, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე, ან/და უსახლკარო ოჯახებს, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ დახმარება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაში (სოციალური საცხოვრისი, საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა (ნაწილობრივ,  არაუმეტეს 200 ლარისა), ასევე საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი ან სრული შეძენა;

ბ) გაწეული დახმარების ოდენობა ვარიაბელურია, მაგრამ ერთეულ შემთხვევაზე, არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფი;  პრიორიტეტულია: შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა ან/და ძალადობის მსხვერპლი ან დაზარალებული სტატუსის მქონე პირები;  ხოლო, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა დასახმარებლად,  მოქმედი სოციალური სარეიტინგო ქულა  არ არის განმსაზღვრელი.

გ)   ფინანსურ დახმარებაზე მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ ის, ან მისი ოჯახის წევრი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.

3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა,  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მერიაში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის

შესახებ (0-დან 120 001-მდე);

დ) საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან ოჯახის წევრთა რეგისტრაციის შესახებ;

ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

4. თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურით უზრუნველყოფის მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქის განცხადება;

ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქონების ფლობის შესახებ;

გ) დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება ( I და II რიგის ნათესაური კავშირის მქონე პირებთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება გახდეს უარის თქმის მიზეზი);

დ) დამქირავებლის და გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები);

ე) გამქირავებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის საკუთრების შესახებ;

ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები;

ზ) საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან ოჯახის წევრთა რეგისტრაციის შესახებ;

თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისა