პროგრამა ითვალისწინებს:
1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით.
ამ მუხლით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
2.„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისშემთხვევაში,სარიტუალო ხარჯებისათვის გარდაცვლილის ოჯახისფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით.
3. განმცხადებელმა დახმარებისათვის, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
მერის
წარმომადგენელს
უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისა