პროგრამა ითვალისწინებს:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრის მომსახურების ან/და სხვა სარეაბილიტაციო  პროგრამებში (0-18 მდე) ჩართული ბენეფიციარებისთვის სერვისის მისაღებად ტრანსპორტირების ხარჯების სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება;

ა) პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტების მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, საბავშვო ბაღი, ცენტრი) ბიუჯეტი განისაზღვრება სპეციალისტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ტერიტორიული პრინციპით, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე (3 - 7 ლარი) წლის განმავლობაში,  თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტისა ერთ ბენეფიციართან.

ბ) დღის ცენტრის მომსახურების სერვისში ჩართული ბავშვების თანადაფინანსება (6 დან-18 წლამდე). მნიშვნელოვანია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან დაშორებით (10 კილომეტრი და მეტი) მცხოვრები ბენეფიციარისთვის იყოს შესაძლებელი პროგრამაში ჩართვა. ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 25 ბენეფიციართან,  წლის  განმავლობაში, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე არაუმეტეს 7 ლარისა, პროგრამა ითვალისწინებს  თვეში არანაკლებ 12 ვიზიტს ერთ ბენეფიციართან.

გ) იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სარეაბილიტაციო კურსს გადიან სხვა რეგიონში,  ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 15 ბენეფიციართან, წლის განმავლობაში, დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს ერთ ბენეფიციართან თვეში არაუმეტეს 100  ლარისა.

დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების (სრული ან ნაწილობრივი) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 25 ბენეფიციართან, წლის განმავლობაში, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე არაუმეტეს 7 ლარისა, პროგრამა ითვალისწინებს  თვეში არანაკლებ 8 ვიზიტს ერთ ბენეფიციართან.

ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 150 ბენეფიციარისთვის, წლის განმავლობაში 117120 ლარის ოდენობით.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (0-18 წლამდე)  ბენეფიციარების სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-18 წლამდე ასაკის 20 შშმ პირს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 100 001 მდეა, მიეცემა ერთ ბენეფიციარზე 600 ლარის ღირებულების საგარანტიო წერილი   საკურორტო სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის დასაფინანსებად, მომსახურება განისაზღვროს არაუმცირეს 8 დღისა,  წლის განმავლობაში 12 000 ლარის ოდენობით. სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია, ბენეფიციარისთვის მომსახურების დაწყების დღიდან, ინფორმაცია მოაწოდოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს.

სარეაბილიტაციო კურსის დასაფინანსებლად, ბენეფიციარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ;

დ) ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ფორმა №100;

ე) ამონაწერი სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;

სერვისის მომწოდებელი ორგანიზაცია პროგრამით მოსარგებლეთათვის გაწეული მომსაურების მონაცემებს (მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი, მოსარგებლის სახელი, გვარი, დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სერვისის მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ინვოისი, საიდენტიფიკაციო კოდით და საბანკო რეკვიზიტებით) აწვდის მუნიციპალიტეტის მერიას, რის შემდეგაც განხორციელდება მომსახურების, მუნიციპალიტეტის ლიმიტით განსაზღვრული  ანგარიშსწორება.

3.ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების პირებისათვის  სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა; წლის განმავლობაში 10 000 ლარის ოდენობით.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I და II ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები 18 წლის ზემოთ), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით.

5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (0-დან-18 წლამდე, მხედვედველობით და III ;IV ხარისხის სმენადაქვეითებული), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით არაუმეტესე 1000 ლარის ოდენობით..

6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (გარდა მხედველობით შშმ პირებისა და მხედველობით შშმ ბავშვებისა), ასევე შშმ ბავშვებს, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 150 ლარის ოდენობით.

7. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით დახმარების ქვეპროგრამა, კერძოდ:

ა)  შშმ პირებს, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდეა და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001 მდეა, შესაძლებლობა მიეცემათ  (საჭიროების შემთხვევაში) ჰიგიენური საშუალების (პამპერსი, ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარისა) შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში ჩარიცხვით.  ასევე 18 წელს ზემოთ შშმ პირებს  რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დახმარება ჰიგიენური საშუალების (პამპერსის ) შესაძენად, წლის განმავლობაში ერთჯერადად  არაუმეტეს 200 ლარისა,  უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით.

8. აუტისტური სპექტრის ქვეპროგრამით  მოსარგებლეები არიან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2026 წლამდე რეგისტრირებული, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0; F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის   საქართველოს მოქალაქეები.

ა) ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურეოებას და ღონისძიებებს:

ა.ა) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ.  ქცევის გამოყენებითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა);

ა.ბ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  კონსულტირება;

ა.გ) წელიწადში ერთხელ ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა) და ა(ა)იპ-ის „საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია“-ს  მიერ დამტკიცებული ანგარიშების სტანდარტიზებული ფორმის მიხედვით ანგარიშის ელექტრონული სახით წარდგენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურში.

ა.დ) პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის გადაწყვეტილებით, საჭიროებიდან გამომდინარე, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მოხდება ფსიქიატრის კონსულტაციის და ADOS-2 კვლევის დაფინანსება.

9. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება:

ა) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის წლის განმავლობაში არაუმეტეს 170 სეანსის მიწოდება, (ერთი სეანსის ანაზღაურება არაუმეტეს 25 ლარისა) ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად.  თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს;

ბ) ქვეპროგრამის დაფინანსებისა და განხორციელების მექანიზმი:

ბ.ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელია ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური სერვისების სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი).

ბ.ბ) ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.

ბ.გ) ქვეპროგრამით
გათვალისწინებული
მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სახით.

ბ.დ) ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 60 ბენეფიციარი.

ბ.ე) ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელით განხორციელებული სეანსი რომლის ღირებულება შეადგენს 25 ლარს და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

გ) მოსარგებლეთა ჩართვა ქვეპროგრამაში და ქვეპროგრამით სარგებლობის შეწყვეტა/შეჩერება.

ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით დაინტერესებულმა პირმა (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით უნდა მომართოს მუნიციპალიტეტს. განცხადების და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გადამისამართდება სერვისის მიმწოდებელ მისთვის სასურველ ორგანიზაციაში.  ქვეპროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა განმახორციელებელს განცხადებით.

ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას, ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებლის მიერ წერილის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

გ.ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

გ.ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ.გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გ.დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა, ), რომელიც გაცემული უნდა იყოს ფსიქიატრის მიერ, ცნობის ქვეპროგრამის მიმწოდებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და ADOS-2 კვლევის შედეგი.

გ.ე) მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია არჩევანის უფლება მიმწოდებელი დაწესებულების არჩევისა. მოსარგებლეს აქვს უფლება, ერთჯერადად შეიცვალოს დაწესებულება. ამისათვის, ის განცხადებით მიმართავს იმ მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელშიც სურს გადასვლა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება დაწესებულების შეცვლის მსურველ იმ მოსარგებლეს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელ დაწესებულებას განცხადებით.

გ.ვ) ქვეპროგრამით სარგებლობის შეწყვეტა/შეჩერების საფუძველი: მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, ერთი თვის მანძილზე უმიზეზოდ გაცდენის შემთხვევაში.

დ)  ანგარიშგება

დ.ა) მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია.

დ.ბ) ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა.

ე) მიმწოდებლისთვის დადგენილია დამატებითი პირობები. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ე.ა) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული  მომსახურების განხორციელების გამოცდილება;

ე.ბ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი და სხვა ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;

ე.გ) ჰყავდეს ქცევითი თერაპევტი, რომელიც ფლობს ბავშვის რთული ქცევის მართვისთვის შესაბამის უნარ-ჩვევებს, არის  დიპლომირებული სპეციალისტი, ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი), გავლილი აქვს  საერთაშორისო და/ან ადგილობრივი ბაზისური კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში, რაც დასტურდება   სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით.

ე.დ) ჰყავდეს სულ მცირე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), რომელსაც აქვს ქცევის გამოყენებითი  ანალიზის საერთაშორისო სერტიფიკატი (BCaBA,BCBA, CABA, IBAO).

ე.ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად, მათ შორის, ოკუპაციური/სენსორული თერაპიის განსახორციელებლად);

ე.ვ) ჯგუფური სეანსის შემთხვევაში ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 2 და მაქსიმალური 4, ხოლო ყოველი 2 მოსარგებლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული 1 შესაბამისი სპეციალისტი.

ე.ზ) პროვაიდერი ვალდებულია სუპერვიზია ჩაატაროს ადგილზე  არანაკლებ ერთხელ წელიწადში.

10. ამ მუხლით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისა