პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეების, გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური (სასწრაფო დაუყოვნებელი ან/და სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია) სამედიცინო მოსახურების დროს, სამედიცინო დაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, განისაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით. კერძოდ:
ა) ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განხორციელდება მის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 70%, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა. ხოლო, დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 150 ლარს;
ბ) გადაუდებელი ემერჯენსის სერვისის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს/ოჯახს, გაეწევა დახმარება მისი ასანაზღაურებელი თანხის 100%, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა.
2. დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ);
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);
ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
3. გამონაკლის შემთხვევაში – პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება. რომელიც განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში (დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს მერის მიერ შექმნილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების სამუშაო ჯგუფი/კომისია ).
მომსახურების სარგებლობის უფლება ენიჭებათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, სადაც მისი ერთ-ერთი მშობელიც, რეგისტრირებული უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით) 80%, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა.
4. დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) ან შესაბამისი ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა), ( ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
ე) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ვ) თანადაფინანსების შემთხვევაში - გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ მიღებული დაფინანსების შესახებ;
ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისა