პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით. კერძოდ:
ა) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50% არ აღემატება 300 ლარს, ანაზღაურება მოხდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით.
ბ) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50% მეტია 300 ლარზე, დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 300 ლარი. ხოლო, ყოველ შემდეგ შემთხვევაზე, იმავე მოქალაქის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, მხოლოდ დაფინანსების ზედა ზღვარი იქნება 600 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 300 ლარი.
გ) იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს თანაგადახდა, ანუ, თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, პირველ ჯერზე დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, დაფინანსების ქვედა ზღვარია 300 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაზე იგივე მოქალაქის დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, ოღონდ ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი იქნება 600 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 300 ლარი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირველადი მომართვისას პაციენტის დაფინანსება მოხდება არაუმეტეს 1000 ლარისა, შემდგომი მომართვა განხილული იქნება, როგორც პირველადი მომართვა.
დ) ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე) სამკურნალოდ (მედიკამენტები და სხვა დანიშნულების საგნები), ბენეფიციარები ექიმის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით, ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.
ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 2026 წლამდე რეგისტრირებული (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პირებისათვის, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებული მედიკამენტების (ზომეტა, იქსგევა, პროლია) თანადაფინანსება, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 1000 ლარისა.
ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 2026 წლამდე რეგისტრირებულ (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ბენეფიციარებს, საჭიროებიდან გამომდინარე, ექიმის დანიშნულებით, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, სრულად დაუფინანსდებათ იმუნოჰისტოქიმიური და ჰისტომორფოლოგიური (ბიოფსია) კვლევა, არაუმეტეს 600 ლარისა.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 წლამდე რეგისტრირებული, კეთილთვისებიანი სიმსივნით, ან/და დაუდგენელი დიაგნოზის მქონე პირებისათვის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით, კერძოდ:
ა) ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განხორციელდება მის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა. ხოლო, დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 200 ლარს;
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 წლამდე რეგისტრირებული (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის, ექიმის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, PET/CT- პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხის 80%- ის, მაგრამ არაუმეტეს 2700 ლარისა;
4. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ);
დ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);
ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისა