პროგრამა ითვალისწინებს:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივი“-ს დღის ცენტრის მომსახურებით. რომლის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და სოციალური რეაბილიტაციიის მხარდაჭერა.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივი“-ს დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 225 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ, ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივი“-ს ადმინისტრირებაში მყოფი ,,ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლი“-ს ბენეფიციართათვის, საკურორტო სეზონზე მინიმუმ 12 დღით დასვენების თანადაფინანსებ