პროგრამა ითვალისწინებს:
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებას. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ) მატერიალურ დახმარებას, 500 ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის მეურვემ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;
ვ) მეურვის საბანკო რეკვიზიტი;
ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისა