მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:

1. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება     (პროგრამული კოდი 06 02 01);

2. დღის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02);

3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03);

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04);

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05);

6. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06);

7. ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერა  (პროგრამული კოდი 06 02 07);

8. მძიმე  საცხოვრებელ  პირობებში  მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08);

9. მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 09);

10. სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 10);

11. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11);

12. ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18-წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა დამხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12);

13. 18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14)