პროგრამა ითვალისწინებს:
ძვირადღირებული კვლევის დაფინანსება რაც ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 300 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია).
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 400 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 70 % არაუმეტეს 700 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია და სხვა).
4. ბენეფიციარების კვლევების დაფინანსების ქვედა ზღვარი განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.
5. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ);
დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) ვეტერანის მოწმობა;
ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.