1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების, წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, კორონაროგრაფიული კვლევის მომსახურება, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 900 (ცხრაასი) ლარს.

2. ბენეფიციარმა ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  (არასრულწლოვნის შემთხვევაში –  მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა)  – (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში).

ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ზ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევბებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია)

თ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშწორების ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდე