1. ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, ან პირის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი), ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა (განცხადების სრულწლოვანი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ ანგარიშის ნომერზ