1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების ოპერაციის, მკურნალობის, დიაგნოსტიკის და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა თუ მედიკამენტების ხარჯები.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 (ათასი) ლარს.
3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან ბენეფიციარის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) – (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადებლის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში;).
ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ზ) ინფორმაცია (გარდა მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევისა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაცია);
თ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულებიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდე