1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების მკურნალობის, დიაგნოსტიკის და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯები.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში - სააფთიაქო დაწესებულებიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზ