1. დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზ