1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) ონკოლოგიური ავადმყოფების,  სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების  არაუმეტეს 300 ლარისა;

ბ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის  მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%-ით. მაგრამ არა უმეტეს 500 ლარის