1. დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე;

ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) ონკოლოგიური ავადმყოფების,  სამედიცინო კვლევის დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების  არაუმეტეს 500 ლარით.

ბ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მომსახურების დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს,  არაუმეტეს 500 ლარით.

5. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში