1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ლოგინიდან ადგომა შეძენილი იქნება სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი) რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომა.

3. ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმები