1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ პირს, რომელიც მოკლებულია დამოუკიდებლად ლოგინიდან ადგომის შესაძლებლობას გადაეცემა სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი), რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან წარმომადგენელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) – (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. (განცხადებლის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში;).

ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომა.

3. ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმები