1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები (გარდა საკეისრო კვეთისა) და მასთან დაკავშირებული ხარჯები და ასევე ოპერაციასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები, თუ ოპერაციული ჩარევიდან, მუნიციპალიტეტში შესაბამისი განცხადების შემოტანის თარიღამდე გასული პერიოდი არ აღემატება 6 თვეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს. აღნიშნულ ზღვრულ თანხაში მოიაზრება ოპერაციის თანმდევი მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250  (ორას ორმოცდაათი) ლარს.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტის გამგეობაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა);

დ) ნათესაური კავშირის (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) დამადასტურებელი საბუთი (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);

ე)  ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ზ) ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სადაზღვევო კომპანიიდან ან სამედიცინო  ან სხვა დაწესებულებიდან დაფინანსების თაობაზე (ოპერაციის შემთხვევაში).

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე მომსახურების შესრულების შემდე