1. ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული 80-დან 90 წლამდე ასაკის პირები.

2. ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომელთაც შეუსრულდათ 90 და მეტი წელი.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის სრულწლოვანმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა)  – (განცხადების ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში); ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ