1. ერთჯერად დახმარებას, სასაჩუქრე ბარათის სახით მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის იძულებით გადაადგილებული პირები:
ა) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 2009-2026 წლებში დაბადებული ბავშვები.
ა.ა. 1 – 2 ბავშვის შემთხვევაში – 1 სასაჩუქრე ბარათი;
ა.ბ. 3 – 4 ბავშვის შემთხვევაში – 2 სასაჩუქრე ბარათი;
ა.გ. 5 -6 ბავშვის შემთხვევაში – 3 სასაჩუქრე ბარათი;
ა.დ. 7 და მეტი ბავშვის შემთხვევაში – 4 სასაჩუქრე ბარათი;
ბ) ომში/ სამხედრო დავალების დროს დაღუპული ან უგზოკვლოდ დაკარგული პირის ოჯახი – 1 სასაჩუქრე ბარათი;
გ) ხანდაზმული პირი (80 და მეტი წლის) – 1 სასაჩუქრე ბარათი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ) – 1 სასაჩუქრე ბარათი;
ე) მარტოხელა პენსიონერი - 1 სასაჩუქრე ბარათი;
2. იმ შემთხვევაში, თუ სასაჩუქრე ბარათის მიმღები პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიიდან ორ ან ორზე მეტ კატეგორიას, ბენეფიციარს ეძლევა მხოლოდ ერთი კატეგორიის შესაბამისი სასაჩუქრე ბარათი, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებში შემავალი ოჯახის წევრები აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილი სხვა კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც, მათ გადაეცემათ დამატებით 1 სასაჩუქრე ბარათი;
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება შესაბამის კატეგორიებით გათვალისწინებულ ოჯახებს/პირებს გაეწევათ საახალწლოდ, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.
4. თითოეული სასაჩუქრე ბარათის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 120 (ას ოცი) ლარისა.
5. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმები