1. ერთჯერადი ფულადი დახმარება, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გაეწევათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

2. დახმარების მისაღებად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპული პირის შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობის ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ პირი სამხედრო დავალების დროს დაიღუპა ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტი;

დ) სამხედრო დავალების შესრულების დროს უგზო – უკვლოდ დაკარგული პირის შემთხვევაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნევის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი;

ე) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა;

ვ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ განმცხადებლის პირად ანგარიშზ