1. ერთჯერად ფულად დახმარებას, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად რეგისტრირებული დევნილები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია.
2. დახმარების მისაღებად უფლებამოსილი პირის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად რეგისტრირებული) ან მისი წარმომადგენლის მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ