1. ფულად დახმარებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული, I ჯგუფის მხეველობადაქვეითებული შშმ პირი ომის ვეტერანი, 700 (შვიდას) ლარს 6 (ექვსი) თვეში ერთხელ, განცხადების შემოტანის დღიდან.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
ე) ომის ვეტერნის მოწმობის ასლი
ვ) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერი – სტატუსით –„მკვეთრად გამოხატული“ (I ჯგუფი) ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
3. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ ამავე დადგენილების პირველი მუხლი