1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით

სამუშაო ჯგუფი საკითხის ყოველმხრივი შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გასცემს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას, რომელიც სხდომის ოქმთან ერთობლიობაში გამგებლისთვის წარსადგენად გადაეცემა სამსახურის უფროსს;

2. სამსახურის უფროსი მისთვის გადაცემული სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს მოხსენებით ბარათს, რომელსაც სხდომის ოქმთან და დასკვნასთან ერთობლიობაში წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;

3. საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, წარმოდგენილი სხდომის ოქმის, დასკვნისა და მოხსენებითი ბარათის საფუძველზ