1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნა, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების (თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები) მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვნობის დადგენა და ა.შ.;

4. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილ სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნით.

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში (როცა დაყოვნებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბენეფიციარის კანონიერი ინტერესების შელახვა) სამსახურის უფროსი უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, მიმართოს მოხსენებითი ბარათით მუნიციპალიტეტის გამგებელს/გამგებლის პირველ მოადგილეს ბენეფიციარზე საგარანტიო წერილის ან შეთანხმების ოქმის გაცემის თაობაზე (სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომის დროს ზემოხსენებულ საკითხი განიხილება ჩვეულებრივ დადგენილი წესისამებრ