1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარებას, 500 ლარის ოდენობით, მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სასულიერო პირები, მათ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარების ან მათი წარმომადგენლების მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) რელიგიის მსახურის დამადასტურებელი  მოწმობა  ან  ცნობა საპატრიარქოდან/ეპარქიიდან;

ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში განმცხადებლის გახსნილ პირად ანგარიშზ