1. ავტორიზებული სასწავლებლებისა და აკრედიტებული დაწესებულებების მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, წელიწადში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2. ბენეფიციარის მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების წარმომადგენლის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);
დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
ე) ცნობა შესაბამისი ავტორიზებული დაწესებულებიდან პირის მაგისტრატურაში, რეზიდენტურაში ან რეზიდენტურის ალტერნატული დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
ვ) ანგარიშ-ფაქტურა ან ცნობა სწავლის საფასურის შესახებ;
ზ) შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სასწავლების/დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზ