1. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისთვის საქართველოს ორგანული კანონის,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერ