1. პეტიციის განხილვის შემდეგ  მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის განხილვასთან დაკავშირებულ განცხადების წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ–შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს–შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში’