1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გარდაცვლილი პირების, სარიტუალო მომსახურება

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, ან სხვა პირი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ