1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომელთაც აქვთ ბუნებრივი აირი.

2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) გაზის გამათბობლის შეძენა თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;დ) გაზის ქვითარი ან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მინიჭებული სააბონენტო ნომერი;

დ) გაზის ქვითარი ან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მინიჭებული სააბონენტო ნომერი;

4. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმები