1. ერთჯერად ფულად დახმარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით მიიღებენ 1992 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში საომარი მოქმედებისა და სამხედრო დავალების შესრულების დროს მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაინვალიდებული (კიდურების: ხელის, ფეხის ამპუტაცია/დაკარგვა), აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ვ) საბრძოლო მოკვლევა (სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საომარი მოქმედების ან სამხედრო დავალების შესრულების დროს სხეულის შესაბამისი ნაწილის დაკარგვა/ამპუტაცია).
ზ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ