1. ერთჯერად (1000 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ 1992 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში საომარი მოქმედებისა და სამხედრო დავალების შესრულების დროს მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაინვალიდებული (კიდურების: ხელის, ფეხის ამპუტაცია/დაკარგვა) პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი/ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ე) საბრძოლო მოკვლევა (სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საომარი მოქმედების ან სამხედრო დავალების შესრულების დროს სხეულის შესაბამისი ნაწილის დაკარგვა/ამპუტაცია).
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ