1. ერთჯერადი (500 ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) ომში დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნევის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი;

გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი),  ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა;

დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.

ვ) პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ