1. ქ. ხონში სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება განსაზღვროს არაუმეტეს: სასმელ წყალზე – სულზე 1(ერთი) ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში დამატებით – 0.30 ლარი.

2. თანადაფინანსება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად.

3. ამ დადგენილების 21-ე და 22-ე მუხლით გათვალისწინებული იმ პირების, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსება, რომლებიც ცხოვრობენ ქ. ხონში სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე – განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მდგომარეობის შესახებ, გაცემული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ.

4. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

თავი IIIსოციალური დახმარების გაცემის ორგანიზე