1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირების, სარიტუალო მომსახურება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. ბ) იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილია ხონის მუნიციპალიტეტი.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირის მოწმობის ასლი; ვ) ქორწინების მოწმობა/დაბადების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში; ზ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ