1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების გაძლიერებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების ბავშვების რეინტეგრაციის შესახებ; გ) სახელმწიფო ზრუნველოდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული ბავშვ(ებ)ის პირადობის /დაბადების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) დახმარების მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება ანკეტის (ფორმა №1) ასლი; ვ) დახმარების მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ