1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირზე განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს. ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან-ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ