1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც:
ა) 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მოიწამლნენ და აქვთ შესაბამისი სტატუსი;
ბ) უკრაინის ქ. ჩერნობილის ავარიის დროს (იმყოფებოდნენ სამხედრო სამსახურში ან ასრულებდნენ სალიკვიდაციო სამუშაოებს) მოიწამლნენ და აქვთ შესაბამისი სტატუსი.
2. დახმარება განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაზარალებულის მოწმობის (სტატუსის) ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი