1. დახმარება განისაზღვროს ორ ეტაპად: სასწავლებელში ჩარიცხვის დროს შვიდ თვემდე სწავლის კურსის შემთხვევაში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო დამთავრების შემდეგ-700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. შვიდ თვეზე მეტი სწავლის კურსის შემთხვევაში ჩარიცხვისას მიიღებს 300 (სამასი) ლარს, ხოლო დამთავრებისას 1700 (ათას შვიდასი) ლარს.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ)ცნობა აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ (დიპლომის ასლი-დამთავრების დროს დამოწმებული ნოტარიულად);

ე)მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვ) ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი