1. მე-5 და მე-8 მუხლით შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების შემსწავლელი საბჭო, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი.
2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება
3. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ (გადაუდებელ შემთხვევაში 2-3-ჯერ)
4. საბჭოს მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, 3-4 დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
6. საბჭო სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
7. საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
8. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი წერილობით დაერთვება ოქმს.
9. საბჭოს ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
10. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
11. მუხლი - 6, 7, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათით.
12. მუხლი-8. პუნქტი-1-ით, პუნქტი-2-ით, პუნქტი-3-ით, მე-9 და მე-10 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს მერის ბრძანებით.
13. მუხლი-24-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს „შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო“ -ს გადაწყვეტილები