1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მარჩენალდაკარგულებს, ვეტერანის დღის - 17 ოქტომბრის აღსანიშნავად თითოეულს 200 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) ვეტერანის (ოჯახის სრულწლოვანი წევრის) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის
სახელზე.
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი.
დ) ომის მონაწილის (მარჩენალდაკარგულის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ე) ცნობა შეიარაღებულ ძალებში ვეტერანის სამხედრო სამსახურის შესახებ ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი