1. დახმარება გაეწევათ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაცია/აბლიტაციას შემდეგი დაავადებების დროს: ბცდ, სპინალური კუნთოვან ატროფია და მასთან დაკავშირებული სინდრომები, თანდაყოლილი მიოპათიები, კუნთების სხვა პირველადი დაზიანებები, ჰემო, პარა და ტეტრაპლეგია, ცნს ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადების შედეგები, ანთებითი პოლინეიროპათიის შედეგები, პერიფერიული ნერვული სისტემის, სამშობიარო ტრავმის შედეგები.

2. დახმარება გაეწევათ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 0-დან 18-წლამდე ასაკის იშვიათი დაავადებებების მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დიეტურ კვებას. (ცელიაკია,    მუკოვისციდოზი, ფენილკეტონურია და ა.შ.)

3. მოსარგებლე დაფინანსდება ყოველთვიურად და  დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

4. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (მეურვე ან მშობელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო ფორმა 100/ა;

დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; (მშობელი ან მეურვე);

ე) ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან (ყოველთვიური), სადაც გადის პაციენტი რეაბილიტაცია/აბლიტაციას;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (3 წლის ასაკიდან);

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

5. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს მე-8 და მე-9 მუხლები