1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0- დან 18- წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსური დახმარება შეადგენს 300 ლარს და გაიცემა ერთჯერადად შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენისას:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (მეურვე ან მშობელი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტები, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი