1. ქვეპროგრამის მოსარგებლედ ითვლება ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის

კომპონენტის სამედიცინო მომსახურება (ჰემოდიალიზი) და სარგებლობს, სახელმწიფო დაფინანსების  პროგრამით  ,,დიალიზი  და  თირკმლის  ტრანსპლანტაცია“, ცაგერის დიალიზის ცენტრის მომსახურებით.

2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა  განისაზღვრება თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. პროგრამაში ჩართვის  მსურველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა სამედიცინო დაწესებულებიდან;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლით მოსარგებლე ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ მეორედ მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი