1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს  ცაგერის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა და გაცემის წესს.

2. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, მარტოხელა მშობლის, ვეტერანთა, მძიმე სენით დაავადებულთა ფინანსური დახმარება. უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა. პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა ხელშწყობის მიზნით ფულადი დახმარებ