1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს, რომელსაც სსიპ – სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს 1-დან 200001-მდე სარეიტინგო ქულა და ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები, განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა)განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; ე) ამონაწერი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ